ვახუშტი კოტეტიშვილი


***

მოვყვები ხევს,
ველს ვუვლი გარს,
ქარი ნისლს ხევს,
მე მოვდევ ქარს,…
მთები მაქვს გზად,
მოვდივარ ზედ,
შენთვის ვარ მზად,
ავენთო მზედ
და ჩემი გულივით ღიაა ცა.