შოთა ჩანტლაძე



           
 ***
მახსოვს სიფითრე და ჩურჩული თქვენი ბაგისა,
მეუბნებოდნენ: ჩამოგყვებით სამარეშიცო,
სად სიყვარული შეიზლება უსპეტაკესად _
სამარადისოდ...

ყველამ დამტოვა, დავშთენილვარ თქვენი ამარა,
და ეხლა ვხედავ _ საიქიოს ვლიან ლანდები:
დიდი ხანია მე მიმელის ჩემი სამარე,
წამობრძანდებით?



***
მაღალი მზე, მაღალი არაბი, აქლემი მაღალი,
ზეცა უსასრულო, უდაბნო ულევი, უდაბნო ულევი,
გზადაგზა ფიქრები, ფიქრების ამალა,
და ნაფეხურები...
და ნაფეხურები მიდის, იკლაკნება,
როგორც სტრიქონები _ ცნობილი ნაკლებად!
აქ გაიარა კაცმა და აქლემმა.

No comments:

Post a Comment