Wednesday, January 25, 2012

კონკურსის პირობები


გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი აცხადებს კონკურსს 100 შემოთავაზებული ლექსის ინსპირაციით შექმნილი საუკეთესო ვიზუალური გამოსახულების გამოსავლენად.
საკონკურსოდ შემოსული, სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრები გამოიფინებიან ლიტერატურის მუზეუმის გალერეაში “41 გრადუსი” იგივე სახელწოდების გამოფენაზე „ინსპირაცია: პოეზია“.

კონკურსის 3 გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით:
I ადგილი - 500 ლარი
II ადგილი - 300 ლარი
III ადგილი - 200 ლარი

გამარჯვებული ავტორები გამოვლინდებიან გამოფენის „ინსპირაცია: პოეზია“ გახსნაზე მაისის შუა რიცხვებში. გამოფენის გახსნის თარიღი დაზუსტდება.

საკონკურსოდ შემოთავაზებულ ლექსებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგზე.

საკონკურსო მედია: ფოტო, ვიდეო, ინსტალაცია, ფერწერა, გრაფიკა, პლაკატი.

საკონკურსოდ გამოსაგზავნი ფორმატი:
ნამუშევრის ფოტო – 300 dpi, jpg, არაუმეტეს 1 MB, ფერადი, შავ/თეთრი.
ვიდეო (avi., mpeg., mov., wmv., wma., mp4., 3gp., ogm.,mkv) - ვებ-ხარისხი, ხანგრძლივობა არაუმეტეს 3-5 წთ.
გამოფენაზე ვიდეო ნამუშევრების ტექნიკურ მხარდაჭერას განახორციელებს გალერეა „41 გრადუსი“.
ერთი ავტორის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის.


საკონკურსო პროექტები გამოგზავნეთ:
magda.guruli@gmail.com  ან  adziapshipa@literaturemuseum.ge  
არაუგვიანეს 


2012 წლის 1 დეკემბრისა.


საკონკურსოდ უნდა გამოიგზავნოს:
1. საკონკურსო ნამუშევრის ფოტო;
2. ვიდეოს შემთხვევაში - ვიდეო ფაილი ვებ-ხარისხით;
3. ნამუშევრის სახელწოდება;
4. ნამუშევრის პარამეტრები: მედია, ზომა, ხანგრძლოვობა;
5. გამოყენებული ლექსის სახელწოდება და ავტორი;
6. მოკლე კონცეფცია, მაქსიმუმ 10 ხაზი;

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
მაგდა გურული magda.guruli@gmail.com / ანა ძიაფშიპა adziapshipa@literaturemuseum.ge




P.S.

კონკურსის „ინსპირაცია: პოეზიია“ დედლაინი 1 მაისის ნაცვლად გადატანილია 2012 წლის 1 დეკემბერს, რადგან საკონკურსოდ შემოსული ნამუშევრების რაოდენობა  არ იძლევა კონკურსის ჩატარების საშუალებას. სრულფასოვანი კონკურსის ჩატარების შემთხვევაში გამოფენა და დაჯილდოვება გაიმართება საშობაოდ (დეკემბერში). 
უკვე მოწოდებული მასალა დარჩება საკონკურსო ნამუშევრებს შორის. 
მონაწილე ავტორებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ჩაანაცვლონ უკვე მოწოდებული ნამუშევრები ან დაამატონ ახალი უკვე გამოგზვნილ მასალას.  
მადლობა სიტუაციის გაგებისთვის.
პატივისცემით
კონკურსის საორგანიზაციო ბორდი.